კლასის დამრიგებლის წლიური პროგრამა
დამრიგებელი ნათია დანელიშვილი
კლასი:IX
სადამრიგებლო საათების თემები:
1.პიროვნული და მორალური განვითარება
1. პიროვნული და მორალური განვითარება
2. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
4. თვალსაწიერის გაფართოება
IX კლასის დახასიათება
IX კლასში სიით ირიცხება 19 მოაწავლე .აქედან 10 ბიჭი და 9 გოგო.კლასი საშუალოდ რთულია.კლასში არ არის სსსმ მოაწავლე.მიხდება მუშაობა ინდივიდუალურად მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.ახალი სასწავლო წლიდან მაქვს დაგეგმილი საინტერესო ღონისძიებები,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
დამრიგებლის სამუშაო გეგმა
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა.ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეთა პედაგოგიური მოსწრებისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა.პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მოსწავლის დახმარება,საკლასო ღონისძიებების ორგანიზება და კლასის საათის ჩატარება.სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
პიროვნული და მორალური განვითარება,მე-პიროვნება,სოციუმი ჩემა გარშემო,ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან,ტოლერანტკბა,ადამიანთა უფლებები,ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.
გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება,გარემოს მნიშვნელობის გაცნობა,გარემოსა და ბუნების დაცვა.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია,პირადი ჰიგიენა,ავადმყოფობის გავრცელების წყაროები,ჯანსაღი საკვები,დღის რეჟიმი,სპორტის მნიშვნელობა,მავნე ჩვევების საფრთხე და ა.შ.
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება,ჩემი სკოლა,ჩემი სოფელი, ჩემი სამშობლო,ისტორია ,გამოჩენილი ადამიანები,წესები კანონები.
თვალსაწიერია გაფართოება,ხელოვნების ლიტსრატურის,ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა
მეწარმეობის უნარის განვითარება,ასაკის უნარების ბიზნესის განვითარება და ა.შ.
ა ნ გ ა რ ი ში
სადამრიგებლო საათი
თემა იდენტობა ,,ვინ ვარ მე“
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულება: პიროვნული და მორალური განვითარება-მე პიროვნება,სოციუმი ჩემა გარშემო,ტოლერანტობა ,ურგიერთობა თანატოლებთან
ჩატარების დრო: 10.10.2022წ.
მიზანი: მოსწავლეებში გლობალური მოქალაქეობის პრინციპების დანერგვა და დემოკრატიული კულტურის განვითარება.
აქტივობა: დემოკრატიული მოქალაქე.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ეცნობიან და იზიარებენ გლობალური მოქალაქეობის პრინციპებს,აკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების სვოტ ანალიზს,როგორ დაგეგმონ მომავალი და რა სტრატეგიები გამოიყენონ მისზნის მიღწევაში.აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები სცემენ კითხვებს პასუხს შესაბამის თემებზე,კერძოდ,გლობალური მოქალაქეობის პრინციპების შესახებ.ეს კითხვები დაწერილია ფურცლებზე ,რომლებსაც პასუხის გაცემის შემდეგ აწებებენ შესაბამის რესურსზე,ფორმატზე ,სადაც გამოსახულოა კალათა გულის ფორმით.კითხვების თემა ასეთია: რა მიზანი აქვთ მომავალში,რა პროფესიები მოსწონთ,რას ნიშნავს მათთვის იყო გლობალური მოქალაქე და ა.შ.
დამრიგებლის ანგარიში ჩაგარებული სადამრიგებლო საათის შესახებ თემაზე,,ვინ ვარ მე“
2022 წლის ოქტომბერში რიგით მეორე სადამრიგებლო საათი ჩავატარე მეცხრე კლასში,თემაზე იდენტობა,,ვინ ვარ მე“.ამ თემის ფარგლებში სადამრიგებლო საათი ძიან აქტიურად წარიმართა.მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემაში და შექმნეს რესურსიც.აქტივობის მიზანი გლობალური მოქალაქეობის პრინციპების დანერგვა იყო.მათ მიერ შექმნილ რესურს უწოდეს ,,ვინ ვარ მე“.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი მთავრი სათქმელი იყო თუ ვინ არიან,რა მიზანი აქვთ მომავალში და ა.შ.
ჩემი აზრით ამ აქტივობით მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია,გაიზარდა მათი ცნობიერება გლობალური მოქალაქეობის პრინციპების მიმართ. იმედს ვიტოვებ ,რომ ეს ხელს შეუწყობს მათ მომავალში დემოკრატიული კუკტურია გაბვითარების კუთხით.
IX კლასის დამრიგებელი : ნათია დანელიშვილი