суббота, 15 октября 2022 г.

 ტრენინგის რეფლექსია

  • ტრენინგის თემა: ინტენსიური კურსი წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდისთვის  პროფესიულ უნარებში”

  • ჩატარების  ადგილი:თიმსის საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა

  • ჩატარების თარიღი: 17-06-2022—2-07-2022/ 30 საათის ხანგრძლივობა( დღეში 3 საათი ,მხოლოდ სამუშაო დღეები).

  • მიზნობრივი ჯგუფი:სხვადასხვა საგნის პედაგოგები ქვეყნის მასშტაბით.

  • აქტივობის  ორგანიზატორი(კერძო ტრენინგი)მრავალმხრივი ტრენერი,ლიდერობის აკადემიის  ტრენინგ-მოდულების ავტორი,განათლების ექსპერტი მაია ლაპიაშვილი.ასევე თანატრენერები თიკო ლობჟანიძე,მარინე ბობოხია ,ეკატერინე შარაშიძე.

  • ტრენინგის მიზანი:პედაგოგებმა გაიღრმავონ ცოდნა საგამოცდო საკითხებზე და აიმაღლონ პროფესიული  გამოცდილება.


ტრენინგის დეტალური აღწერა


აღნიშნული კურსი იყო 30 საათიანი და მათ შორის ტრენერებს თემები ჰქონდათ გადანაწილებული შემდეგნაირად: ფუნქციური წერა ეკატერინე შარაშიძე( 6 საკონტაქტო საათი),პროფესიული საჭიროების კვლევის დაგეგმვა,კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა/შემუშავება,ინფორმაციის დამუშავება/ გაანალიზება-მარინე ბობოხია(6 საკონტაქტო საათი),დემოკრატიული კულტურა,ინკლუზია,უნივერსალური დიზაინის პრინციპები,ციფრული მოქალაქეობა-თიკო ლობჟანიძე( 6 საკონტაქტო საათი),ხოლო დანარჩენი საკითხები:მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა,განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობა,მდგრადი განვითარების პრინციპები,პროექტებუთ სწავლება,პორტფოლიო პროფესიული განვითარების ინსტრუმენტი და ა.შ.-მაია ლაპიაშვილი(12 საკონტაქტო საათი).

ონლაინ ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით,ტრენინგის პროგრამის პრეზენტაციით და წესების შემუშავებით.განსაკუთრებულად ჩემი ყურადღება მიიქცია ტრენერთა პროფესიონალიზმა.ტრენინგზე მიღებული ცოდნა თეორიულად დავამტკიცე პროფესიული უნარების გამოცდაზე( გადავლახე წამყვანის საგამოცდო ზღვარი),ხოლო პრაქტიკულად ვფიქრობ ,რომ მივიღე დიდი გამოცდილება ჩემი შემდგომი პროფესიული წინსვლისთვის.ვისწავლე და შევიმეცნე ბევრი ახალი სასკოლო სტრატეგია(ღია წრე,მომავლის სახელოსნო,ალტერნატიული ფიქრის ბილიკები).გავიღრმავე ჩემი ცოდნა პროექტების დაგეგმვა განხორციელებაში.მომავალში ვაპირებ მათ გამოყენებას სასკოლო პრაქტიკაში.

ტრენინგმა განმიმტკიცა  საკუთარი თავის რწმენა . ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს მათი  პროფესიული ზრდის მიზნით.ასევე მოსწავლეებში დავნერგავ ახალ მიდგომებს,მდგრადი განვითარების პრინციპების,დემოკრატიულო კულტურის და გლობალური მოქალაქეობის მიმართულებით.


ტრენინგის მსმენელი: ნათია დანელიშვილი.








წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

(საგამოცდო პროგრამა)
1. სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა 1.1. სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების/პრობლემების იდენტიფიცირება. 1.2. სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებებისა და პრობლემების შესაბამისი კვლევის დაგეგმვა: • პრობლემის იდენტიფიცირება. • კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა/შემუშავება. • ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება. • ინფორმაციის/მონაცემების დამუშავება და გაანალიზება. • რეკომენდაციების შემუშავება. 1.3. სკოლის, თემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა/განხორციელება. 2. ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა • ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მართვის სტრატეგიები. • თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და კვლევების შესახებ ინფორმირებულობა, არსებითი ინფორმაციის ამოცნობა, მონაცემების გაანალიზება და მათი პრაქტიკაში გამოყენება. 3. სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა • საგანმანათლებლო სფეროში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შესახებ ინფორმირებულობა. • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. • ფუნქციური წერა. • საკითხის/პრობლემის პრეზენტაცია. 4. მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება 4.1. სასკოლო თემის ფარგლებში მდგრადი განვითარების შემდეგი ძირითადი პრინციპების გავრცელება: • დემოკრატიული კულტურა. • გლობალური მოქალაქეობა. • ინკლუზია, მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი. • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. • ციფრული მოქალაქეობა.






                 






Комментариев нет:

Отправить комментарий