რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ეკო-სკოლის აქტივობა,,დაამზადე ლექსიკონი”
2022 წლის ოქტომბერში ეკო-სკოლის პროექტში ჩართულმა VIII- IX კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობა ,,დაამზადე ლექსიკონი” ,რომლის თემაც იყო ნარჩენების დახარისხება.ეკო-სკოლის პროექტი 2022 წლის მარტიდან ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში და ბევრი აქტივობა განახორციელეს მასში მონაწილე მოსწავლეებმა.ამჯერად ინგლისურ ენასთან ინტეგრირება დაიგეგმა ამ პროექტის ფარგლებში.მოსწავლეებმა დაამზადეს ინგლისურ-ქართული ლექსიკონი,ასახეს კედლის გაზეთში.ასევე დაწერეს სტატია ინგლისურ ენაზე ნარჩენების დახარისხების შესახებ,რომელიც აიტვირთა ბლოგზეც.
ამ აქტივობაში აღსანიშნავია მოსწავლეების აქტიური ჩართულობა სიტყვების მოძიების და შემდგომ ლექსოკონის დამუშავების პროცესში.ასევე დიდი ინტერესით გაეცნენ ნარჩენების დახარისხების პრინციპებს,რაც გარკვეულწილად თვალსაჩინოდ გამოსახეს საგაზეთო პოსტერზე.ამ აქტივობით მოსწავლეებმა ბევრი ინგლისური სიტყვა და ფრაზა შეისწავლეს,ასევე ცნობიერება აიმაღლეს ისეთ ეკოლოგიურ საკითხებში ,როგორიც არის ნარჩენების დახარისხება, კერძოდ 4R პრინციპი.აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს კედლის გაზეთში საკუთარი მუშაობის ასახვა კრეატიული გაფორმებით.
ინგლისური ენის მასწავლებელი და პროექტ ეკო-სკოლის მონაწილე ნათია დანელიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий