суббота, 15 октября 2022 г.

 კონფერენცია 

( მომხსენებელი ნათია დანელიშვილი,ელისოცალუღელაშვილი,ეკატერინე ბოდაველი)

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

2022 წლის 30 ივნისს ქ .ახმეტაში გამართულ პირველ რაიონულ კონფერენციაზე წარმოვადგინე სასკოლო პროექტი ,,მწვანე დედამიწა“ .ჩემთან ერთად პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ახმეტის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ბოდაველი და ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ელისო ცალუღელაშვილი.კონფერენციაზე მოვისმინე ჩემი კოლეგებისპედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები,საინტერესო მიდგომები და განხორციელებული აქტივობები.

   ჩვენი სასკოლო პროექტის ხანგრძლივობა იყო 15 წუთი.მე და ჩემს კოლეგებს თითქმის თანაბრად გვქონდა გადანაწილებული დრო და თემებიც.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება ,ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ და ასევე სკოლის საჭიროებების მოგვარებაპროექტის ფარგლებში.განხორციელდა უამრავი  აქტივობა სხვასასხვა მასწავლებლის მიერ,კერძოდ:ბიოლოგიის კუთხით მოსწავლეებმა შექმნეს კლუბი ,,მწვანე დედამიწა“,თავისი ლოგოთი და კოდექსით.ინგლისური ენის მიმართულებით მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა,რომელიც იძლევა ინფორმაციას სკოლის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა სახეობების,მათი მოვლის შესახებ ორ ენაზე.ქართულ და ინგლისურ ენაზე.ეს ბროშურა გაავრცელეს თემში ჩემი მეთვალეყურეობისქვეშ.მოხდა სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება,ხეებისშეთეთრება,ეზოსგამწვანება.მოეწყოაქცია,ჩატარდაეკოვიქტორინა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით,სადაც მონაწილეობდნენ მერვე ,მეცხრე კლასის მოსწავლეები.მეორადი ნარჩენებით დაამზადეს სხვადასხვა ნივთი ,შეაგროვეს მაკულატურა და შექმნეს ლანდშაფტები.ამ შრომატევადი აქტივობების განხორციელებაში მე ჩემს  მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული.

  სასკოლო პროექტის  პრეზენტაციამ  საინტერესოდ ჩაიარა ,რამაც ცოტა იმოქმედა ჩემს განწყობაზე და  ღელვაც მეტყობოდა.

  ვფიქრობ ,რომ უკეთესი იქნებოდა ,თუ ჩემს სიტყვას ინგლისურ ენაზე წარმოვადგენდი.ეს ხელს შეუწყობდი უცხო ენის პოპულარიზაციას და ეს პროექტს უფრო მრავალფეროვანს გახდიდა.

 

  კონფერენციაზე მომხსენებელი, ინგლისური ენის პედაგოგი ნათია დანელიშვილი.


რაიონული კონფერენცია 2022



 





Комментариев нет:

Отправить комментарий