суббота, 15 октября 2022 г.

 ტრენინგის რეფლექსია

  • ტრენინგის თემა: ინტენსიური კურსი წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდისთვის  პროფესიულ უნარებში”

  • ჩატარების  ადგილი:თიმსის საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა

  • ჩატარების თარიღი: 17-06-2022—2-07-2022/ 30 საათის ხანგრძლივობა( დღეში 3 საათი ,მხოლოდ სამუშაო დღეები).

  • მიზნობრივი ჯგუფი:სხვადასხვა საგნის პედაგოგები ქვეყნის მასშტაბით.

  • აქტივობის  ორგანიზატორი(კერძო ტრენინგი)მრავალმხრივი ტრენერი,ლიდერობის აკადემიის  ტრენინგ-მოდულების ავტორი,განათლების ექსპერტი მაია ლაპიაშვილი.ასევე თანატრენერები თიკო ლობჟანიძე,მარინე ბობოხია ,ეკატერინე შარაშიძე.

  • ტრენინგის მიზანი:პედაგოგებმა გაიღრმავონ ცოდნა საგამოცდო საკითხებზე და აიმაღლონ პროფესიული  გამოცდილება.


ტრენინგის დეტალური აღწერა


აღნიშნული კურსი იყო 30 საათიანი და მათ შორის ტრენერებს თემები ჰქონდათ გადანაწილებული შემდეგნაირად: ფუნქციური წერა ეკატერინე შარაშიძე( 6 საკონტაქტო საათი),პროფესიული საჭიროების კვლევის დაგეგმვა,კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა/შემუშავება,ინფორმაციის დამუშავება/ გაანალიზება-მარინე ბობოხია(6 საკონტაქტო საათი),დემოკრატიული კულტურა,ინკლუზია,უნივერსალური დიზაინის პრინციპები,ციფრული მოქალაქეობა-თიკო ლობჟანიძე( 6 საკონტაქტო საათი),ხოლო დანარჩენი საკითხები:მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა,განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობა,მდგრადი განვითარების პრინციპები,პროექტებუთ სწავლება,პორტფოლიო პროფესიული განვითარების ინსტრუმენტი და ა.შ.-მაია ლაპიაშვილი(12 საკონტაქტო საათი).

ონლაინ ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით,ტრენინგის პროგრამის პრეზენტაციით და წესების შემუშავებით.განსაკუთრებულად ჩემი ყურადღება მიიქცია ტრენერთა პროფესიონალიზმა.ტრენინგზე მიღებული ცოდნა თეორიულად დავამტკიცე პროფესიული უნარების გამოცდაზე( გადავლახე წამყვანის საგამოცდო ზღვარი),ხოლო პრაქტიკულად ვფიქრობ ,რომ მივიღე დიდი გამოცდილება ჩემი შემდგომი პროფესიული წინსვლისთვის.ვისწავლე და შევიმეცნე ბევრი ახალი სასკოლო სტრატეგია(ღია წრე,მომავლის სახელოსნო,ალტერნატიული ფიქრის ბილიკები).გავიღრმავე ჩემი ცოდნა პროექტების დაგეგმვა განხორციელებაში.მომავალში ვაპირებ მათ გამოყენებას სასკოლო პრაქტიკაში.

ტრენინგმა განმიმტკიცა  საკუთარი თავის რწმენა . ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს მათი  პროფესიული ზრდის მიზნით.ასევე მოსწავლეებში დავნერგავ ახალ მიდგომებს,მდგრადი განვითარების პრინციპების,დემოკრატიულო კულტურის და გლობალური მოქალაქეობის მიმართულებით.


ტრენინგის მსმენელი: ნათია დანელიშვილი.








წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

(საგამოცდო პროგრამა)
1. სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა 1.1. სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების/პრობლემების იდენტიფიცირება. 1.2. სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებებისა და პრობლემების შესაბამისი კვლევის დაგეგმვა: • პრობლემის იდენტიფიცირება. • კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა/შემუშავება. • ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება. • ინფორმაციის/მონაცემების დამუშავება და გაანალიზება. • რეკომენდაციების შემუშავება. 1.3. სკოლის, თემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა/განხორციელება. 2. ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა • ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მართვის სტრატეგიები. • თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და კვლევების შესახებ ინფორმირებულობა, არსებითი ინფორმაციის ამოცნობა, მონაცემების გაანალიზება და მათი პრაქტიკაში გამოყენება. 3. სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა • საგანმანათლებლო სფეროში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შესახებ ინფორმირებულობა. • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. • ფუნქციური წერა. • საკითხის/პრობლემის პრეზენტაცია. 4. მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება 4.1. სასკოლო თემის ფარგლებში მდგრადი განვითარების შემდეგი ძირითადი პრინციპების გავრცელება: • დემოკრატიული კულტურა. • გლობალური მოქალაქეობა. • ინკლუზია, მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი. • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. • ციფრული მოქალაქეობა.






                 






 


რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

ეკო-სკოლის აქტივობა,,დაამზადე ლექსიკონი”

        2022 წლის ოქტომბერში  ეკო-სკოლის პროექტში ჩართულმა   VIII- IX კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობა ,,დაამზადე ლექსიკონი” ,რომლის თემაც იყო ნარჩენების დახარისხება.ეკო-სკოლის პროექტი 2022 წლის მარტიდან ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში და ბევრი აქტივობა განახორციელეს მასში მონაწილე  მოსწავლეებმა.ამჯერად ინგლისურ ენასთან ინტეგრირება დაიგეგმა ამ პროექტის ფარგლებში.მოსწავლეებმა დაამზადეს ინგლისურ-ქართული ლექსიკონი,ასახეს კედლის გაზეთში.ასევე დაწერეს სტატია ინგლისურ ენაზე ნარჩენების დახარისხების შესახებ,რომელიც აიტვირთა  ბლოგზეც.

     ამ აქტივობაში აღსანიშნავია მოსწავლეების  აქტიური ჩართულობა სიტყვების მოძიების  და შემდგომ ლექსოკონის დამუშავების პროცესში.ასევე დიდი ინტერესით გაეცნენ ნარჩენების დახარისხების პრინციპებს,რაც გარკვეულწილად თვალსაჩინოდ გამოსახეს საგაზეთო პოსტერზე.ამ აქტივობით მოსწავლეებმა ბევრი ინგლისური სიტყვა და ფრაზა შეისწავლეს,ასევე ცნობიერება აიმაღლეს ისეთ ეკოლოგიურ საკითხებში ,როგორიც არის ნარჩენების დახარისხება, კერძოდ 4R პრინციპი.აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს კედლის გაზეთში საკუთარი მუშაობის ასახვა კრეატიული გაფორმებით.

   

        ინგლისური ენის მასწავლებელი და  პროექტ ეკო-სკოლის მონაწილე  ნათია დანელიშვილი


ეკოსკოლის ფეისბუქ ჯგუფი

https://www.facebook.com/groups/360594529397515/?ref=share






 კონფერენცია 

( მომხსენებელი ნათია დანელიშვილი,ელისოცალუღელაშვილი,ეკატერინე ბოდაველი)

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

2022 წლის 30 ივნისს ქ .ახმეტაში გამართულ პირველ რაიონულ კონფერენციაზე წარმოვადგინე სასკოლო პროექტი ,,მწვანე დედამიწა“ .ჩემთან ერთად პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ახმეტის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ბოდაველი და ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ელისო ცალუღელაშვილი.კონფერენციაზე მოვისმინე ჩემი კოლეგებისპედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები,საინტერესო მიდგომები და განხორციელებული აქტივობები.

   ჩვენი სასკოლო პროექტის ხანგრძლივობა იყო 15 წუთი.მე და ჩემს კოლეგებს თითქმის თანაბრად გვქონდა გადანაწილებული დრო და თემებიც.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება ,ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ და ასევე სკოლის საჭიროებების მოგვარებაპროექტის ფარგლებში.განხორციელდა უამრავი  აქტივობა სხვასასხვა მასწავლებლის მიერ,კერძოდ:ბიოლოგიის კუთხით მოსწავლეებმა შექმნეს კლუბი ,,მწვანე დედამიწა“,თავისი ლოგოთი და კოდექსით.ინგლისური ენის მიმართულებით მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა,რომელიც იძლევა ინფორმაციას სკოლის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა სახეობების,მათი მოვლის შესახებ ორ ენაზე.ქართულ და ინგლისურ ენაზე.ეს ბროშურა გაავრცელეს თემში ჩემი მეთვალეყურეობისქვეშ.მოხდა სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება,ხეებისშეთეთრება,ეზოსგამწვანება.მოეწყოაქცია,ჩატარდაეკოვიქტორინა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით,სადაც მონაწილეობდნენ მერვე ,მეცხრე კლასის მოსწავლეები.მეორადი ნარჩენებით დაამზადეს სხვადასხვა ნივთი ,შეაგროვეს მაკულატურა და შექმნეს ლანდშაფტები.ამ შრომატევადი აქტივობების განხორციელებაში მე ჩემს  მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული.

  სასკოლო პროექტის  პრეზენტაციამ  საინტერესოდ ჩაიარა ,რამაც ცოტა იმოქმედა ჩემს განწყობაზე და  ღელვაც მეტყობოდა.

  ვფიქრობ ,რომ უკეთესი იქნებოდა ,თუ ჩემს სიტყვას ინგლისურ ენაზე წარმოვადგენდი.ეს ხელს შეუწყობდი უცხო ენის პოპულარიზაციას და ეს პროექტს უფრო მრავალფეროვანს გახდიდა.

 

  კონფერენციაზე მომხსენებელი, ინგლისური ენის პედაგოგი ნათია დანელიშვილი.


რაიონული კონფერენცია 2022



 





воскресенье, 21 сентября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს კარგი დღე იყო .ყველამ გავაკეთეთ პრეზენტაციები და ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველას პრეზენტაცია მომეწონა განსაკუთრებით ,ბელასი და მაკასი.ყოჩაღ გოგონებო .
ვისწავლე ბევრი ისეთი უნარ-ჩვევა ,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასკოლო პროექტების მომზადების დროს .
მ ად ლ ო ბ ა     მა ი კ ო ს   ა ს ე თ ი  ტ რ ე ნ ი ნ გ ი ს თ ვ ი ს  ....

суббота, 20 сентября 2014 г.

მერვე დღე.....
დღევანდელი დღე მომეწონა ძალიან ,რამეთუ დღეს ვისწავლეთ ფასილიტაცია .ეს ძალიან გამომადგება ტესტების შედგენაში . ხვალ ბოლო დღეა და პრეზენტაციის ცოტა მეშინია.ინტერნეტი ცოტა შეფერხებით მოგვეწოდებოდა . ჩემი უნარ -ჩვევები დღითიდღე იზრდება ,ამისათვის მადლობა მაიკოს

суббота, 13 сентября 2014 г.

ძალიან საინტერესო დღე იყო .ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე ,ასევე  ფეიჯების დამატება,გაზიარება   .ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ტრენერით -მაიკო უღრმესი მადლობა 

მოსწავლის პრეზენტაცია